ბელარუსში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინტერპოლი სვეტლანა ციხანოვსკაიას ძებნაზე უარს ამბობს
ბელარუსში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინტერპოლი სვეტლანა ციხანოვსკაიას ძებნაზე უარს ამბობს

ინტერპოლი ბელარუსი ოპოზიციონერის სვეტლანა ციხანოვსკაიას ძებნაზე უარს აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ბელარუსში ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის განცხადებით, ინტერპოლს შეუძლებლად მიაჩნია საკუთარი საერთაშორისო არხების გამოყენება სვეტლანა ციხანოვსკაიას ძებნისთვის. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ინტერპოლის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ბელარუსის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლის შემდეგ მიიღო.

მედვედევის განცხადებით, ინტერპოლს ბელარუსში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კანონიერებაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას ინტერპოლში არსებული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად იღებს.

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სიაში შეიყვანა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა ბელარუსის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ტერიტორიაზე აფეთქებებისა და ხანძრის მოწყობის მცდელობაში. სვეტლანა ციხანოვსკაიამ ბელარუსი 2020 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დარბევა და პოლიტიკური აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყო.