აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა. სალივანის პრესმდივნის განცხადებით, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების გამო, თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით.

შეხვედრაზე, ჯაიკ სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა, „რაინეარის“ თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი და საერთაშრისო გამოძიების ჩატარების შესახებ. გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებით, ლუკაშენკომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს სრულფასოვანი, გულწრფელი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი ეუთო-ს მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელზედაც აშშ-ის ხელისუფლებას ლუკაშენკოს რეჟიმის და ბელარუსის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.