სუს-ი - პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს, ცეცხლი გახსნეს, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია
სუს-ი - პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს, ცეცხლი გახსნეს, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ პირველ არხს სუს-იდან აცნობეს.

„პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, – განაცხადეს სუს-ში.