The Sun - "ლესტერსა" და "ვესტ ბრომვიჩს" სოლომონ კვირკველიას შეძენა სურთ
The Sun - "ლესტერსა" და "ვესტ ბრომვიჩს" სოლომონ კვირკველიას შეძენა სურთ

ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის ორი კლუბი – “ლესტერი” და “ვესტ ბრომვიჩი” საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის სოლომონ კვირკველიას შეძენით არიან დაინტერესებული.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ინგლისური კლუბები მზად არიან, წინადადებით მიმართონ მოსკოველებს და უკვე იანვარში გადაიბირონ ქართველი ფეხბურთელი. The Sun იმასაც წერს, რომ 25 წლის ქართველი ინგლისში გადასვლაზე თანახმაა.

კვირკველიას კონტრაქტი “ლოკომოტივთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.