სტროტმანი "მარსელში", გუედეში "ვალენსიაში", ალკასერი "დორტმუნდში" - 29 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
დღის ტოპ-ტრანსფერები
- გონსალო გუედეში “ვალენსიას” სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. ესპანურმა კლუბმა 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა პორტუგალიის ნაკრების შემტევი. გუედეშმა შარშანდელი სეზონიც “ვალენსიაში” გაატარა და 39 მატჩში 6 გოლი და 11 საგოლე პასი ჰქონდა. როგორც ირკვევა, გონსალო გუედეში ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვაა “პარი სენ-ჟერმენის” ისტორიაში.
– “ბაიერნმა” 16 მილიონ ევროდ დაუთმო “შალკეს” სებასტიან რუდი. კონტრაქტი ფეხბურთელთან 2022 წლის 30 ივლისამდე გაფორმდა. რუდიმ “შალკეში” მე-13 ნომერი მიიღო.
– კევინ სტროტმანი “მარსელის” ფეხბურთელი გახდა. ჰოლანდიელის ტრანსფერისთვის ფრანგები 25 მილიონ ევროს გადაუხდიან “რომას”. კონტრაქტი სტროტმათან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
– “ბარსელონას” ფორვარდი პაკო ალკასერი “დორტმუნდის” ფეხბურთელი გახდა. გერმანელები ესპანელის იჯარაში 2.2 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 20-25 მილიონი ევრო. ალკასერის წლიური ხელფასი იქნება 4 მილიონ ევრო. ახალ კლუბში პაკო მე-9 ნომრით ითამაშებს.
დღის ტოპ-ამბები
– “იუვენტუსი” მომდევნო წელს “რეალიდან” შეიძენს მარსელოს. ტრანსფერის თანხა 50 მილიონ ევრო იქნება.
– “რეალი” შეეცდება “ლიონიდან” გადაიბიროს თავისივე აღზრდილი მარიანო. მადრიდელებმა ის 8 მილიონად გაუშვეს და ახლა, 20 მილიონად იბრუნებენ. საქმეს ის ართულებს, რომ ამ ფეხბურთელზე უკვე ჰქონიათ შეთანხმება “ლიონსა” და “სევილიას”.
– “რეალი” დაინტერესდა რაჰიმ სტერლინგით და გააგზავნის სკაუტებს “მანჩესტერ სიტის” შემტევის უახლოეს მატჩებზე. ინგლისელის კონტრაქტი “სიტისთან” 2020 წლის ზაფხულში მთავრდება და ფეხბურთელი ჯერ უარს ამბობს გახანგრძლივებაზე.
დღის სხვა ტრანსფერები
– “რეალმა” მეკარე ანდრეი ლუნინი იჯარით “ლეგანესში” გაუშვა.
– ბადუ ნ’დიაიე “სტოკიდან” ერთი წლით გააძლიერებს “გალათასარაის”.
– “სპორტინგის” ფორვარდი სეიდუ დუმბია “ჟირონაში” გააგრძელებს კარიერას. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მალე კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება სამწლიანია.
– მარკო ბორიელო “იბიცაში” გადავიდა. ეს ის ადგილია, სადაც ვეტერანი ვარსკვლავები თამაშობენ.
– “ჰერტამ” გამოაცხადა “ეინდჰოვენიდან” დერიკ ლიუკასენის იჯარის შესახებ. ჰოლანდიელი ფეხბურთელი 23 წლისაა და დიდი პერსპექტივები აქვს.
– დანიის “ორჰუსის” მეკარე ალექსანდარ იოვანოვიჩი “უესკაში” გადავიდა. 25 წლის მეკარემ პრიმერას დებიუტანტთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
– ხოსე როდრიგესი ბუნდესლიგიდან ერედივიზიონში გადავიდა. ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი “ფორტუნაში” ითამაშებს.