გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ - „კრასნოდარმა" კვარაცხელიას ტრანსფერში „რუბინს“ 10 მილიონი შესთავაზა
გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ - „კრასნოდარმა" კვარაცხელიას ტრანსფერში „რუბინს“ 10 მილიონი შესთავაზა

„კრასნოდარმა“ ყაზანის „რუბინს“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და მზად არის 10 მილიონი ევრო გადაიხადოს – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ ავრცელებს.

„სანამ კლუბები კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ, ყაზანელებმა ჯერ მხოლოდ სამხრეთ რუსეთის წარმომადგენლების, კრასნოდარელების წინადადება მიიღეს. გავრცელდა ცნობა, რომ „ლოკომოტივმა“ ქართველის საფასურად 15 მილიონი ევრო შესთავაზა. მოსკოველები ელიან, რომ კვარაცხელია „ატალანტაში“ გადასულ ალექსეი მირანჩუკს შეცვლის. კვარაცხელიასა და ყაზანის კლუბს შორის ხელშეკრულება ძალაში 2024 წლამდეა. შეთანხმებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ლეონიდ სლუცკსთან მუშაობა მოსწონს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში დააყენა,“ – წერს გამოცემა.

ბიზნეს-ონლაინი“ „რუბინში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გადასვლის დეტალებს ასაჯაროებს: „ყაზანელებმა ხვიჩასთან 2019 წლის ზაფხულში კონტრაქტი გააფორმეს როგორც თავისუფალ აგენტთან, მაგრამ კლუბმა საკომისიოებზე და მოთამაშის მხარის ბონუსებზე დაახლოებით 2-3 მილიონი ევრო დახარჯა“.