სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 21 აგვისტო
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 21 აგვისტო

ესპანეთი

* უსმან დემბელეს აგენტმა უარყო ფრანგის წასვლა „ბარსელონადან“ -„უსმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელია და 100 პროცენტით დარჩება კლუბში. მას წინ კიდევ ბევრი ტიტული ელოდება“.

* ოფიციალურად! „ვილიარეალმა“ „მალაგადან“ შეიძინა გარემარბი ხავი ონტივეროსი. 21 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ტრანსფერის ღირებულება იყო 7.5 მილიონი ევრო.

* ოფიციალურად! „ბეტისმა“ გამოაცხადა „რაიო ვალეკანოს“ მცველის ალექს მორენოს შეძენის შესახებ. მან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სევილიელებმა 7.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

* ოფიციალურად! ფრანგი მცველი სებასტიან კორშია „სევილიადან“ „ესპანიოლში“ გადავიდა. კონტრაქტი 2020 წლის 30 ივლისამდე გაფორმდა.

* „სევილია“ და „ბეტისი“ ინტერესდებიან „ლაიპციგის“ ფორვარდით ჟან-კევინ ოგუსტენით.

* „ატლეტიკომ“, შესაძლოა, აიყვანოს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი დანი ოლმო. მადრიდულ კლუბს ჩაუვარდა „ვალენსიადან“ როდრიგოს ტრანსფერი და ამიტომაც სურს ოლმოს წაყვანა ზაგრების „დინამოდან“.

* „რეალი“ ტაკეფუსუ კუბოს იჯარით გაუშვებს „მალიორკაში“.

* ოფიციალურად! „ლევანტემ“ გამოაცხადა „სელტას“ ნახევარმცველის ნემანია რადოიას ტრანსფერის შესახებ. სერბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შარშან, მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია „სელტაში“ კლუბის ხელმძღვანლობასთან კონფლიქტის გამო.

* ოფიციალურად! „ბეტისმა“ გამოაცხადა „რაიო ვალეკანოს“ მცველის ალექს მორენოს შეძენის შესახებ. მან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სევილიელებმა 7.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

იტალია

* ოფიციალურად! „ფიორენტინას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ფლორენციულ კლუბში გააგრძელებს კარიერას. 36 წლის ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგის წლიური ხელფასი დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება. რიბერი ახალ კლუბში მეშვიდე ნომრით ითამაშებს.

* პაულო დიბალას 10-15 დღეა არ ჰქონია კავშირი „პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებთან“და აპირებს დარჩეს „იუვენტუსში“.

* „ინტერმა“ მიიღო „ნაპოლის“ პირობები მაურო იკარდის ტრანსფერზე. რჩება მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობა და პირად კონტრაქტზე შეთანხმება.

* ოფიციალურად! დავიდე ძაპაკოსტა „რომაში“ გადავიდა. მან ახალ გუნდში მეორე ნომერი მიიღო და „ჩელსიდან“ ერთწლიანი იჯარით წავიდა.

* ოფიციალურად! მერტ მიულდურმა ვენის „რაპიდიდან“ კონტრაქტი გააფორმა „სასუოლოსთან“. თურქული წარმოშობის ავსტრიელში იტალიურმა კლუბმა ხუთი მილიონი გადაიხადა.

* „ბოლონია“ დაინტერესებულია „ზენიტის“ საყრდენით მატიას კრანევიტერით.

* „ატლეტიკო“ დათანხმდა „მილანის“ წინადადებას ანხელ კორეასთან დაკავშირებით. ესპანური კლუბი მიიღებს 42 მილიონ ევროს.

* ოფიციალურად! „ვერონამ“ კონტრაქტი გააფორმა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მცველთან კლოდ აჯაპონთან, რომელიც „სასუოლოში“ თამაშობდა.

საფრანგეთი

* ოფიციალურად! მცველი ნიკოლა იზიმე-მერენი „ტულუზას“ ფეხბურთელი გახდა. ის საფრანგეთში „ბეშიქთაშიდან“ დაბრუნდა.

* ოფიციალურად! ისლამ სლიმანი „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდა. ალჟირის ნაკრების ფორვარდი „ლესტერიდან“ იჯარის წესით გადავიდა.

* „ჩელსი“ არ უშვებს ტიემო ბაკაიოკოს „მონაკოში„, რადგან არ აწყობს ფრანგების შეთავაზება.

* „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს „ლეჩესთან“ ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგის გაყიდვაზე. კამერუნელს იტალიური კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

* „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი უკმაყოფილოა ალფონსო არეოლას თამაშით და თხოვს კლუბის ხელმძღვანელობას იყიდონ ახალი მეკარე. ვარიანტებია – ჯანლუიჯი დონარუმა „მილანიდან“ და კეილორ ნავასი “რეალიდან”.

* ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის„ სამედიცინო შტაბისგან მიიღო თანხმობა – ითამაშოს საფრანგეთის ჩემპიონატში „ტულუზას“ წინააღმდეგ. ბრაზილიელი უკვე დაუბრუნდა ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშს და მისი გამოყენება ტუხელსაც სურს.

ინგლისი

* ოფიციალურად! პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ფელიქს ანდრადე კორეა ამ ზაფხულს გადავიდა „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ და უკვე იჯარით გაუშვეს „ალკმაარში“. გარიგება ერთწლიანია.

* „ბეშიქთაშმა“ უარი თქვა „შალკედან“ ევგენი კონოპლიანკამ ტრანსფერზე და გადაერთო ჟორჟ-კევინ ნკუდუზე „ტოტენჰემიდან„. თურქები მალე გააფორმებენ ოთხწლიან კონტრაქტს ფრანგთან.

* ვიქტორ ვანიამამ, შესაძლოა, დატოვოს „ტოტენჰემი“. „ბრიუგე“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ნახევარმცველის შეძენაზე ან იჯარაზე.

* კალუმ ჰადსონ-ოდოი გააგრძელებს კონტრაქტს „ჩელსისთან“ 2024 წლის ზაფხულამდე. ახალგაზრდა ინგლისელი კვირაში 200 ათას ევროს მიიღებს.

გერმანია

* რენატო სანჩესი, შესაძლოა, „ლილში“ გადავიდეს. „ჰერტასთან„ მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა მცირე სათამაშო დროის გამო დაიჩივლა და მიუნხენიდან წასვლა უნდა.

* ოფიციალურად! „შალკეს“ მცველი ჰამზა მენდილი ფრანგულ „დიჟონში“ გადავიდა. ის ერთი სეზონი იჯარით ითამაშებს საფრანგეთში. გერმანულმა კლუბმა ასევე ცენტრალური ნახევარმცველი პაბლო ინსუა გაუშვა სეგუნდა დივიზიონში – ერთწლიანი იჯარით „უესკაში“.

სხვა

* თურქული პრესა წერს, რომ „გალათასარაის“ ბერძენი ფორვარდი კოსტას მიტროგლუ „ეინდჰოვენში„ გადავა.

* „ფეიენოორდმა“ წინადადებით მიმართა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტაჰიტ ჩონგას იჯარაზე.

* ოფიციალურად! დანიელ სტარიჯი „ტრაბზონის“ ფეხბურთელი გახდა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს „3+1“ სქემით.

* ოფიციალურად! „კოპენჰაგენმა“ გაიფორმა „მალაგას“ ფორვარდი მიკაელ სანტოსი. ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა 2023 წლის ზაფხულამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი. მისი სათამაშო ნომერი იქნება – 18.