სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 20 აგვისტო
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 20 აგვისტო

ინგლისი

* „ინტერმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოილაპარაკეს ალექსის სანჩესის ტრანსფერზე.

* „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ სერიოზულად დაინტერესდნენ 16 წლის ედუარდო კამავინგათი „რენიდან“.

* „ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდი დანიელ სტარიჯი კონტრაქტს გააფორმებს „ტრაბზონთან“ „2+1“ სქემით. ის კვირაში 44 ათას ევროს მიიღებს.

იტალია

* „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განიხილა „ბარსელონასთან“ ემრე ჯანისა და ივან რაკიტიჩის გაცვლა. კატალონიელები ასევე სთავაზობდნენ ლუის სუარესს, რათა განტვირთონ სახელფასო ბიუჯეტი ნეიმარის ტრანსფერისთვის.

* ირვინგ ლოსანო ნეაპოლში ჩავიდა. იტალიელები მექსიკელში 40 მილიონ გადაუხდიან „ეინდჰოვენს“.

* ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დავიდე სანტონი ახლოს არის „მალიორკაში“ გადასვლასთან.

* დი მარციო წერს, რომ ფრანკ რიბერი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის „ფიორენტინასთვის“. 36 წლის ფრანგი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს.

* მაურო იკარდიმ „ინტერში“ მე-9 ნომერი მეშვიდეთი შეცვალა, რადგან „ცხრიანი“ რომელუ ლუკაკუს მისცეს.

* ფედერიკო ფასიომ „რომასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

* „რომა“ მოელაპარაკა „ჩელსის“ დავიდე ძაპაკოსტას იჯარაზე.

* ოფიციალურად! მარკო პაიაცმა „კალიარი“ „ჯენოაზე“ გაცვალა.

* „იუვენტუსმა“ 10-მილიონიანი წინადადებით მიმართა „ბარსელონას“ 19 წლის მცველის ხუან მირანდას თაობაზე.

* „აბერდინის“ ფორვარდი სემ კოსგროუვი შეიძლება „ლაციოში“ გადავიდეს. ამ სეზონში მან უკვე მოასწრო ცხრა გოლის გატანა.

* დიეგო ლაქსალტის აგენტმა დაადასტურა, რომ ურუგვაელი დატოვებს „მილანს“, ოღონდ მხოლოდ იჯარით. მთავარი პრეტენდენტია – „ატალანტა“.

* „ატალანტა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „გრემიოს“ ფორვარდთან ლუანთან.

* ოფიციალურად! „ემპოლიმ“ „ინტერიდან“ აიყვანა 19 წლის ფორვარდი დავიდე მეროლა.

* „სასუოლო“ ახლოს არის ვენის „რაპიდის“ მარჯვენა მცველის მერტ მიულდურის შეძენასთან. თურქული წარმოშობის ავსტრიელი იტალიელებს ხუთი მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ესპანეთი

* მადრიდის „რეალი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ესპანიოლის“ ნახევარმცველით მარკ როკათი.

* კრიშტიანუ რონალდუმ მოითხოვა „იუვენტუსისგან“ ნეიმარის ყიდვა. ტურინელები ფორვარდისთვის 100 მილიონ ევროს და პაულო დიბალას სთავაზობენ.

* „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ კრისტიან ერიქსენისთვის იბრძვიან.

* ლუკა იოვიჩმა უარყო მადრიდის „რეალიდან“ წასვლა.

* მადრიდის „რეალი“ ნადირობს „სპორტინგის“ ვარსკვლავზე ბრუნო ფერნანდშზე.

გერმანია

* ოფიციალურად! ხორვატი ტინ იედვაი „ლევერკუზენიდან“ იჯარით „აუგსბურგში“ გადავიდა.

* ოფიციალურად! შტეფან ლიხტშტაინერი ერთი წელი იჯარით „აუგსბურგში“ ითამაშებს.

* ისევ დი მარციოს ინფორმაციით, პატრიკ შიკმა, შესაძლოა, კარიერა „ლაიპციგში“ გააგრძელოს.

* მიკაელ კუიზანსმა „ბაიერნში“ მე-11 ნომერი აირჩია, რომლითაც ბოლოს ხამეს როდრიგესი თამაშობდა.

* ევგენი კონოპლიანკა ძალიან ახლოს არის „შალკედან“ „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან. უკრაინელი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 2.5 მილიონს გამოიმუშავებს.

* ოფიციალურად! ისლანდიის ნაკრების ფორვარდი კოლბეინ ფინსონი „ბრენტფორდიდან“ „დორტმუნდში“ გადავიდა.

საფრანგეთი

* „რენი“ ინტერესდება პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველით ადრიენ სილვათი. „ლესტერის“ მოთამაშემ შარშან მეორე წრე „მონაკოში“ ითამაშა. მისი შეძენა ასევე „მილანს“ სურს.

* „რეალის“ ფორვარდი მარიანო დიასი ახლოს არის „მონაკოში“ გადასვლასთან.

* ისლამ სლიმანი ჩავიდა მონაკოში ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად. „ლესტერმა“ უკვე გაანთავისუფლა ალჟირელი ფორვარდი.

* „მონაკო“ ინტერესდება ორი ფეხბურთელით პრემერლიგიდან. მონაკოელებს სურთ ტიემუ ბაკაიოკო „ჩელსიდან“ და მარიო ლემინა „საუთჰემპტონიდან“.