სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 22 ივლისი
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 22 ივლისი

ინგლისი

* „არსენალი“ გამოვიდა წინადადებით – 30 მილიონ ევროდ შეიძინოს დანი სებალიოსი. „რეალი“ თანახმაა, მაგრამ ითხოვს ფეხბურთელის 40 მილიონად უკან გამოსყიდვის უფლების ჩაწერას ხელშეკრულებაში.

* „ტოტენჰემს“ სურს „ფულჰემიდან“ ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი რაიან სესენიონი გადაიბიროს. მაურიციო პოჩეტინოს გუნდი მზად არის 30 მილიონი ევროს გადასახდელად.

* „არსენალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულნი არიან კიევის „დინამოს“ 20 წლის ფეხბურთელ ნიკოლაი შაპარენკოთი.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ განიხილავს 70 მილიონ ევროდ ნიკოლას პეპეს „ლილიდან“ შეძენას.

* „არსენალი“ ამზადებს გარიგებას „სელტიკის“ ფეხბურთელ კირან ტირნიზე.

* „ნიუკასლმა“ ყურადღება მიაქცია „ნიცას“ ფეხბურთელ ალან სენ-მაქსიმენს. ფრანგები არ აპირებენ მის დათმობას 23 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად.

* „ვულვერჰემპტონი“ დაინტერესებულია „მილანიდან“ პატრიკ კუტრონეს შეძენით.

ესპანეთი

*  16:37 ნაბილ ფეკირი „ბეტისში“ გადავიდა. „ლიონმა“ მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. სევილიელებმა ფრანგს ხუთწლიანი კონტრაქი გაუფორმეს.

* ნიკოლა კალინიჩის გამოსვლა „ატლეტიკოში“ დასრულდა. დიეგო სიმეონემ ის აშშ-ში ტურნეში არ წაიყვანა.

* ჩინური კლუბი „ჟიანსუ სუნინი“, მოულოდნელად, გარეტ ბეილისთვის ბრძოლაში ჩაება. ჩინელები მზად არიან უელსელს წელიწადში 17 მილიონი ევრო გადაუხადონ.

* „სევილია“ მოელაპარაკა „გუანგჯოუ ევერგრანდს“ ნემანია გუდელის ტრანსფერზე. შარშანდელი სეზონი სერბმა იჯარით „სპორტინგში“ გაატარა.

იტალია

* „მილანი“ მზად არის 50 მილიონი ევრო გადაუხადოს „ატლეტიკოს“ ანხელ კორეას სანაცვლოდ. ამჟამად, იტალიური მხარე ათანხმებს კონტრაქტის დეტალებს არგენტინელთან. ლაპარაკია ხუთწლიან ხელშეკრულებაზე 3.5 მილიონი ევროს ხელფასით.

* „ნაპოლი“ იჯარით გაუშვებს მარკო როგს „კალიარიში“.

* „მილანი“ ახლოს არის არგენტინის „რასინგიდან“ ფედერიკო სარაჩოს შეძენასთან. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევრო წერია.

* „მილანი“ წინადადებით გამოვიდა ნემანია მატიჩთან დაკავშირებით და ელოდება „მანჩესტერ იუნატედის“ პასუხს.

* თუ „რომას“ არ გამოუვა ტობი ალდერვეირელდის გადაბირება, გადაერთვება რუგანიზე „იუვენტუსიდან“.

* „სამპდორია“ იჯარით აიყვანს „ზენიტიდან“ ემილიანო რიგონის და სეზონის ბოლოს 11 მილიონად გამოისყიდის მას.

გერმანია

* მას შემდეგ, რაც ლეროი სანესა და გარეტ ბეილის ტრანსფერები არ გამოუვიდა, „ბაიერნი“, მოულოდნელად, უილფრიდ ზაჰაზე გადაერთო.

* უახლოესი 48 საათის განმავლობაში, ადემოლა ლუკმანი „ევერტონიდან“ „ლაიპციგის“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.

* „ლაიპციგი“ სერიოზულად არის განწყობილი „მონაკოდან“ ბენიამინ ჰენრიხსის შეძენაზე. 25 მილიონი ევრო – ასეთია ტრანსფერის თანხა.

* „გლადბახმა“ 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი ლილიან ტიურამის ვაჟთან – მარკუს ტიურამთან. გერმანულმა კლუბმა მის სანაცვლოდ „გინგამს“ 13 მილიონი ევრო გადაუხადა.

საფრანგეთი

* „იუვენტუსი“ მზად არის 25 მილიონ ევროდ გაყიდოს ბლეზ მატუიდი. მთავარი პრეტენდენტები არიან „პარი სენ-ჟერმენი“ და „მონაკო“.

* „არსენალთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლორან კოშელნი მშობლიურ „რენში“ უფასოდ გადავა (RMC).

* „ლიონმა“ იპოვა ფეკირის შემცვლელი. კლუბი ამზადებს ფულს „ნანტის“ ნახევარმცველ ვალენტინ რონჟიესთვის.

* „ლაიპციგმა“ გააფორმა იჯარა „ჩელსის“ ფეხბურთელ იტან ამპადუსთან.

სხვა

* იასინ ბრაიმის დაუმთავრდა „პორტუსთან“ კონტრაქტი. ალჟირელისთვის ბრძოლაში მკვეთრად ჩაერთო „არსენალი“.

* „პორტუ“ გეგმავს რადამელ ფალკაოს დაბრუნებას.

* „აიაქსმა“ მექსიკური „ამერიკადან“ შეიძინა ედსონ ალვარესი. ფასი 15 მილიონი ევრო იყო. ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

* ერთ დროს პერსპექტიულმა ჰოლანდიელმა იორდი კლასიმ დატოვა „საუთჰემპტონი“ და ჰოლანდიაში დაბრუნდა. ის თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდა „ალკმაარში“.