ზამთრის სატრანსფერო ბაზარი – ბოლო დღის მიმოხილვა

10:01, 01.02.2019

ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. ბოლო დღეს განსაკუთრებულად ხმაურიანი ტრანსფერი არ განხორციელებულა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება შედგა.

დენის სუარესი – ბარსელონადან არსენალში

დენის სუარესი „არსენალის“ ფეხბურთელია. ლონდონელებმა ესპანელი ნახევარწლიანი იჯარით მიიღეს, მაგრამ ზაფხულში მისი 25 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ.

სპორტი

​სებასტიან ჯოვინკომ კანადა საუდის არაბეთზე გაცვალა. „ტორონტო“ ვერ მოელაპარაკა იტალიელს ახალ კონტრაქტზე და ის „ალ ჰილალში“ მილიონ დოლარად გაუშვა. იტალიელი „ტორონტოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 83 გოლი.

ანტე პალავერსა – ჰაიდუკიდან მანჩესტერ სიტიში

„სიტიმ“ რვა მილიონ ევროდ შეიძინა ახალგაზრდა ხორვატი და მასთან 4.5-წლიანი კონტაქტი გააფორმა, თუმცა ჯერ იჯარით „ჰაიდუკში“ დატოვა ფეხბურთელი.

მიგელ ალმირონი – ატლანტა იუნაიტედიდან ნიუკასლში

მიგელ ალმირონი – „ნიუკასლის“ ფეხბურთელი გახდა. „ემელესის“ (MLS) ჩემპიონმა „ატლანტა იუნაიტედმა“ 24 წლის პარაგვაელის სანაცვლოდ, 24 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელთან ხუთნახევარწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ემერსონ ლეიტე – ატლეტიკო მინეიროდან ბარსელონაში

„ბარსელონამ“ გამოაცხადა „ატლეტიკო მინეიროდან“ განაპირა მცველის, ემერსონის შეძენის თაობაზე. იგი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და თებერვალში 20-წლამდელთა „კოპა ამერიკაზე“ ითამაშებს.

ჟან-კლერ ტობიდო – ტულუზადან ბარსელონაში

თავდაპირველად, 18 წლის ფრანგი ზაფხულში უნდა გადასულიყო კატალონიაში, მაგრამ „ბარსამ“ მისი ზამთარში დამატება შეძლო. ტობიდოს მეექვსე ნომერი მისცეს, რომელიც ჩავის ეკუთვნოდა.

შინჯი კაგავა – დორტმუნდიდან ბეშიქთაშში

​შინჯი კაგავამ გაიარა სამედიცინო შემოწმება და „დორტმუნდიდან“ „ბეშიქთაშს“ შეუერთდა. იაპონელს ესპანეთში უნდოდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ შესაფერისი კლუბი ვერ იპოვა.

იური ტილემანსი – მონაკოდან ლესტერში; ადრიენ სილვა – ლესტერიდან მონაკოში

„მონაკომ“ და „ლესტერმა“ ფეხბურთელები გაცვალეს – იური ტილემანსი „მელიებთან“ წავიდა, ადრიენ სილვა – მონტე-კარლოში.

პიტერ კრაუჩი – სტოკიდან ბარნლიში

​პეტერ კრაუჩი პრემიერლიგაში დაბრუნდა და „ბარნლიში“ ითამაშებს. 38 წლის ფორვარდმა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და მე-15 ნომერი აირჩია.

ჟორჟ-კევინ ნკუდუ – ტოტენჰემიდან მონაკოში

ორწლინახევრის განმავლობაში, ნკუდუმ ლონდონში 26 მატჩი ჩაატარა და ახლა ნახევარწლიანი იჯარით გადავიდა საფრანგეთის ჩემპიონატში.

ჯეფრი ბრუმა – ვოლფსბურგიდან შალკეში

„შალკემ“ შემადგენლობა ჯეფრი ბრუმათი შეავსო. ჰოლანდიელი მცველი ნახევარი სეზონით ითხოვეს „ვოლფსბურგიდან“.

სხვა ტრანსფერები

* „ბოკა ხუნიორსმა“ „ბენფიკადან“ ლისანდრო ლოპესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. გარიგების დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა ეს იჯარა არ არის. „ბოკა ხუნიორსმა“ ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ექვსი ფეხბურთელი შეიძინა.
* „გალათასარაი“ ოპერატიულად მოელაპარაკა „მარსელს“ კოსტას მიტროგლუს იჯარაზე. ბერძენმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
* ანტონი მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა. ფრანგმა 2024 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.
* მილინკოვიჩ-სავიჩმა კლუბი შეიცვალა, ოღონდ არა სერგეიმ, არამედ უმცროსმა ძმამ – ივანმა. ის ნახევარ წელს გაატარებს „ასკოლიში“. სეზონის პირველ ნახევარი ეს მეკარე „სპალში“ გამოდიოდა.
* „სელტამ“ იჯარით აიყვანა მცველი ლუკას ოლასი „ბოკა ხუნიორსისგან“.
* მცველი მარტინ ჰინტერეგერი „აუგსბურგიდან“ ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა.
* „ატლეტიკომ“ ნეჰუენ პერესი – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი შეიძინა. იგი მადრიდულ კლუბს U20 „კოპა ამერიკას“ შემდეგ შეუერთდება. მანამდე, მცველი „არგენტინოს ხუნიორსში“ გამოდიოდა.
* არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი ფაკუნდო რონკალია „სელტადან“ „ვალენსიაში“ იჯარით წავიდა.
* „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფორვარდი ვილფრიდ ბონი იჯარით „სუონსიდან“ ყატარის „ალ-არაბიში“ გადავიდა.
* ბრაზილიელი ლუკას პუაზონი „ჩელსიდან“ „კიევოში“ აღმოჩნდა.
* ბრაზილიელმა განსომ „სევილია“ დატოვა და „ფლუმინენსეში“ გადავიდა.

მსგავსი