ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. ბოლო დღეს განსაკუთრებულად ხმაურიანი ტრანსფერი არ განხორციელებულა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება შედგა.
დენის სუარესი – ბარსელონადან არსენალში
დენის სუარესი „არსენალის“ ფეხბურთელია. ლონდონელებმა ესპანელი ნახევარწლიანი იჯარით მიიღეს, მაგრამ ზაფხულში მისი 25 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ.
სპორტი
სებასტიან ჯოვინკომ კანადა საუდის არაბეთზე გაცვალა. „ტორონტო“ ვერ მოელაპარაკა იტალიელს ახალ კონტრაქტზე და ის „ალ ჰილალში“ მილიონ დოლარად გაუშვა. იტალიელი „ტორონტოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 83 გოლი.
ანტე პალავერსა – ჰაიდუკიდან მანჩესტერ სიტიში
„სიტიმ“ რვა მილიონ ევროდ შეიძინა ახალგაზრდა ხორვატი და მასთან 4.5-წლიანი კონტაქტი გააფორმა, თუმცა ჯერ იჯარით „ჰაიდუკში“ დატოვა ფეხბურთელი.
მიგელ ალმირონი – ატლანტა იუნაიტედიდან ნიუკასლში
მიგელ ალმირონი – „ნიუკასლის“ ფეხბურთელი გახდა. „ემელესის“ (MLS) ჩემპიონმა „ატლანტა იუნაიტედმა“ 24 წლის პარაგვაელის სანაცვლოდ, 24 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელთან ხუთნახევარწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ემერსონ ლეიტე – ატლეტიკო მინეიროდან ბარსელონაში
„ბარსელონამ“ გამოაცხადა „ატლეტიკო მინეიროდან“ განაპირა მცველის, ემერსონის შეძენის თაობაზე. იგი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და თებერვალში 20-წლამდელთა „კოპა ამერიკაზე“ ითამაშებს.
ჟან-კლერ ტობიდო – ტულუზადან ბარსელონაში
თავდაპირველად, 18 წლის ფრანგი ზაფხულში უნდა გადასულიყო კატალონიაში, მაგრამ „ბარსამ“ მისი ზამთარში დამატება შეძლო. ტობიდოს მეექვსე ნომერი მისცეს, რომელიც ჩავის ეკუთვნოდა.
შინჯი კაგავა – დორტმუნდიდან ბეშიქთაშში
შინჯი კაგავამ გაიარა სამედიცინო შემოწმება და „დორტმუნდიდან“ „ბეშიქთაშს“ შეუერთდა. იაპონელს ესპანეთში უნდოდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ შესაფერისი კლუბი ვერ იპოვა.
იური ტილემანსი – მონაკოდან ლესტერში; ადრიენ სილვა – ლესტერიდან მონაკოში
„მონაკომ“ და „ლესტერმა“ ფეხბურთელები გაცვალეს – იური ტილემანსი „მელიებთან“ წავიდა, ადრიენ სილვა – მონტე-კარლოში.
პიტერ კრაუჩი – სტოკიდან ბარნლიში
პეტერ კრაუჩი პრემიერლიგაში დაბრუნდა და „ბარნლიში“ ითამაშებს. 38 წლის ფორვარდმა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და მე-15 ნომერი აირჩია.
ჟორჟ-კევინ ნკუდუ – ტოტენჰემიდან მონაკოში
ორწლინახევრის განმავლობაში, ნკუდუმ ლონდონში 26 მატჩი ჩაატარა და ახლა ნახევარწლიანი იჯარით გადავიდა საფრანგეთის ჩემპიონატში.
ჯეფრი ბრუმა – ვოლფსბურგიდან შალკეში
„შალკემ“ შემადგენლობა ჯეფრი ბრუმათი შეავსო. ჰოლანდიელი მცველი ნახევარი სეზონით ითხოვეს „ვოლფსბურგიდან“.
სხვა ტრანსფერები
* „ბოკა ხუნიორსმა“ „ბენფიკადან“ ლისანდრო ლოპესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. გარიგების დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა ეს იჯარა არ არის. „ბოკა ხუნიორსმა“ ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ექვსი ფეხბურთელი შეიძინა.
* „გალათასარაი“ ოპერატიულად მოელაპარაკა „მარსელს“ კოსტას მიტროგლუს იჯარაზე. ბერძენმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
* ანტონი მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა. ფრანგმა 2024 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.
* მილინკოვიჩ-სავიჩმა კლუბი შეიცვალა, ოღონდ არა სერგეიმ, არამედ უმცროსმა ძმამ – ივანმა. ის ნახევარ წელს გაატარებს „ასკოლიში“. სეზონის პირველ ნახევარი ეს მეკარე „სპალში“ გამოდიოდა.
* „სელტამ“ იჯარით აიყვანა მცველი ლუკას ოლასი „ბოკა ხუნიორსისგან“.
* მცველი მარტინ ჰინტერეგერი „აუგსბურგიდან“ ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა.
* „ატლეტიკომ“ ნეჰუენ პერესი – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი შეიძინა. იგი მადრიდულ კლუბს U20 „კოპა ამერიკას“ შემდეგ შეუერთდება. მანამდე, მცველი „არგენტინოს ხუნიორსში“ გამოდიოდა.
* არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი ფაკუნდო რონკალია „სელტადან“ „ვალენსიაში“ იჯარით წავიდა.
* „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფორვარდი ვილფრიდ ბონი იჯარით „სუონსიდან“ ყატარის „ალ-არაბიში“ გადავიდა.
* ბრაზილიელი ლუკას პუაზონი „ჩელსიდან“ „კიევოში“ აღმოჩნდა.
* ბრაზილიელმა განსომ „სევილია“ დატოვა და „ფლუმინენსეში“ გადავიდა.