სტამბოლში ტერორიზმის ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა შორის 77 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ.
ოპერაცია სტამბოლში 16 მისამართზე ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან, პაკისტანის, ავღანეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეები, ასევე ჩეჩნები, რომელთა მოქალაქეობა უცნობია.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც დაკავებულების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ამტკიცებს. გამოცემა Sabah-ის ცნობით, ისინი სტამბოლში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.