ტერორიზმში ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის გადაიდო
ტერორიზმში ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის გადაიდო

ტერორიზმში ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის გადაიდო. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და ის მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვით განახლდება.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხოლოდ პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობის განხილვა, პიროვნებების დადგენა და უფლებების განმარტება მოესწრო.

როგორც ტერორიზმთან კავშირში ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურა იდოიძის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ განაცხადა, პროცესზე სამმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, ხოლო ორმა დუმილის უფლება გამოიყენა.