სტამბოლში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს
სტამბოლში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს

სტამბოლში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს. მათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის სამ რაიონში ჩატარდა. როგორც მედია ამტკიცებს, დაკავებულებიდან რამდენიმეს უშუალო კონტაქტი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ლიდერთან.

სამართალდამცავების ცნობით, ტერორისტები აფეთქების მოწყობას სტამბოლში საახალწლო ღონისძიებების დროს აპირებდნენ.
ერაყსა და სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 5000 ადამიანი დააკავეს. ამავე მიზეზით 3290 ადამიანის დეპორტაცია მოხდა. 38 ათასს ადამიანს კი თურქეთში შესვლა აუკრძალეს. ამჟამად თურქეთის ციხეებში რჩება 780 ადამიანი, მათგან 350 უცხოელი.

შეგახსნებთ, შარშან ახალი წლის ღამეს სტამბოლში ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. ღამის კლუბში უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.