ევროპაში ტერორიზმის წახალისებისა და ტერორისტული მოქმედებების ორგანიზების ბრალდებით, მალტაში სირიის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს
ევროპაში ტერორიზმის წახალისებისა და ტერორისტული მოქმედებების ორგანიზების ბრალდებით, მალტაში სირიის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

ევროპაში ტერორიზმის წახალისებისა და ტერორისტული მოქმედებების ორგანიზების ბრალდებით, მალტაში სირიის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს. 21-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცები მალტელმა სამართალდამცველებმა 29 აპრილს დააკავეს.

„როიტერის“ ცნობით, სპეცოპერაცია ევროპული პოლიციის სააგენტო „ევროპოლთან“ კოორდინაციით განხორციელდა.

ჯგუფს ბრალი ედება ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან კავშირში, ტერორიზმის წაქეზებაში საჯარო შეტყობინებების საშუალებით, ტერორიზმის ჩასადენად სხვების დაქირავებაში, სხვა პირებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერების ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლებაში და ევროპაში გამგზავრების მცდელობაში ტერორიზმის ჩასადენად.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სხდომის ბოლოს მათ პატიმრობა შეეფარდათ. გირაოს გადახდის მოთხოვნა არ დამდგარა.