პროკურორი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც ბერძენიშვილის მხრიდან ჩატაევის ხელშეწყობა დასტურდება
პროკურორი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც ბერძენიშვილის მხრიდან ჩატაევის ხელშეწყობა დასტურდება

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევს თურქეთში, 2017 წლის ოქტომბერში შეხვდა და სასაზღვრო ზოლამდე მოსვლაში დაეხმარა, – ამის შესახებ ბერძენიშვილის წინააღმდეგ საქმის პროკურორმა ნანა ზუნჯუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ბერძენიშვილის მხრიდან ჩატაევის ხელშეწყობა დასტურდება, თუმცა რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი პროკურორი არ ასახელებს.

მისი თქმით, ამის დასტურად არსებობს როგორც წერილობითი, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე ბერძენიშვილის პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს.

დაცვის მხარე კი, 10-ათასლარიანი გირაოთი მოითხოვს ბრალდებულის გათავისუფლება.