სომხეთის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი უნდა დააპატიმრონ
სომხეთის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი უნდა დააპატიმრონ.
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება. ქოჩარიანი მიმდინარე წლის ივლისში დააპატიმრეს, თუმცა აგვისტოში სააპელაციო სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შემდეგ, საქმე განსახილველად ისევ სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა.
სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს პროკურატურა 2008 წლის მარტში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდებას უყენებს.