სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

სააპელაციო სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ერევნის სასამართლოს მიერ 18 მაისს გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთო შეუცვალეს. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ქოჩარიანი ხელახლა დააპატიმრეს, ხოლო მისი გათავისუფლებისთვის შეტანილი გირაოს თანხა გადამხდელ პირებს უნდა დაუბრუნდეს.

რობერტ ქოჩარიანს ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ადანაშუალებენ.