სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო მუხლი, რომლითაც რობერტ ქოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო მუხლი, რომლითაც რობერტ ქოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო მუხლი, რომლითაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აქვს წაყენებული ბრალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს 300.1, რომელიც „კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“ ეხება და რომლის დარღვევაშიც სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ადანაშაულებენ.

აღნიშნული მუხლის ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 26 მარტს მიიღო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქოჩარიანის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

სომხეთის ექსპრეზიდენტი 2018 წელს დააკავეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება 2008 წელს, მარტში გამართულ აქციებს, რა დროსაც, 10 ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. აღნიშნული დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იყო. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი ოთხი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ექსპრეზიდენტმა მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ მას „კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“ ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან 2008 წელს ის სახელმწიფოს მეთაური იყო.