სომხეთის ექსპრეზიდენტი - ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ოპოზიციას შევუერთდები
სომხეთის ექსპრეზიდენტი - ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ოპოზიციას შევუერთდები

სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ ძალებს შეუერთდება, – ამის შესახებ განცხადება პატიმრობაში მყოფმა ქოჩარიანმა „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია. ქოჩარიანის თქმით, ის სომხეთის ახალი მთავრობისა და პირადად ნიკოლ ფაშინიანის სურვილით დააპატიმრეს.

„სულ მალე სომხეთში ახალი ძლიერი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას წინააღმდეგობას გაუწევენ“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ის ოპოზიციის მუშაობაში, სომხეთის ექსპრეზიდენტი დადებითად პასუხობს. მისივე თქმით, შარშან სომხეთში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები „საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილებისა და ცვლილების სურვილმა“ გამოიწვია.

„მომხდარს რევოლუციას ვერ დავარქმევდი, რადგან დიდწილად არაფერი შეცვლილა, გარადა იმისა, რომ საზოგადოებაში მეტი აგრესია, ხოლო მთავრობაში დილეტანტიზმი გაჩნდა“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

რობერტ ქოჩარიანს „კონსტიტუციური წყობი დამხობასა“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართამის აღებაში ადანაშაულებენ. თავად სომხეთის ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წანააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით აღძრეს.