სომხეთის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პატრიარქს შეხვდება
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს დღეს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სერჟ სარგსიანის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
საპატრიარქოდან სერჟ სარგსიანი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილთან აუდიენციით დასრულდება.
სერჟ სარგსიანი საქართველოს 15:00 საათზე დატოვებს.