სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ხაჩატურიანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამდენიმე შეხვედრა.