ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა.

დღესვე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.