სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არმენ სარქისიანი აღნიშნავს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ არის ემოციურ ფონზე მიღებული და ის გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთისთვის ამ რთულ დროს საჭიროა გააზრებული ქმედებების განხორციელება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, სომხეთის არმიის ჯარისკაცებს, პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებს.