ვაჰანგ ხაჩატურიანი - ვუსამძიმრებ საქართველოს ონის მუნიციპალიტეტში ტრაგიკული კატასტროფის გამო, ჩემი თანაგრძნობა მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში
ვაჰანგ ხაჩატურიანი - ვუსამძიმრებ საქართველოს ონის მუნიციპალიტეტში ტრაგიკული კატასტროფის გამო, ჩემი თანაგრძნობა მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში

კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

„ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. სრული იმედით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.