სომხური მედიის ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
News.am-ის ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრის არჩევნების მნიშვნელობას.