დიმიტრი პესკოვი - პუტინი ყოველთვის ფრთხილად არჩევს პასუხს დასავლეთის ქმედებებზე, თუმცა რუსი ექსპერტები რთულ ვარიანტებს განიხილავენ
ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ფრთხილად არჩევს პასუხს დასავლეთის ქმედებებზე, თუმცა რუსი ექსპერტები რთულ ვარიანტებს განიხილავენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, „დადგა თუ არა დრო, რომ დაიწყოს მსჯელობა ოფიციალურ დონეზე დასავლეთის აგრესიაზე შესაძლო რეაგირების შესახებ“, კრემლის პრესსპიკერმა მაგალითად მოიყვანა ბოლო ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტთან, სერგეი კარაგანოვთან, „რომელიც განაგრძობდა თავის ცნობილ ხაზს“ პრევენციული ბირთვული დარტყმის შესახებ, რუსეთის შესაძლო ოპონენტების დასაშინებლად.
„ჩვენ საკმარისად გვაქვს ასეთი მსჯელობა, მაგრამ პრეზიდენტი ყოველთვის უკიდურესად ფრთხილია ამ მხრივ. ჩვენ გვაქვს შეიარაღებული ძალების საკმარისი შესაძლებლობები, გვაქვს საკმარისი ეკონომიკური შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის. სპეცოპერაცია გაგრძელდება და ყველა მიზანი მიღწეული იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.