სომხური მედიის ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
სომხური მედიის ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

News.am-ის ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.

საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრის არჩევნების მნიშვნელობას.