კრემლი – ვლადიმერ პუტინი ბირთვული შეკავების საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

14:30, 25.09.2024

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული შეკავების საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.

ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დღეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ეს არის უშიშროების საბჭოს სხდომა ბირთვული შეკავების საკითხზე. იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, დანარჩენი, გასაგები მიზეზებით, ასევე იქნება გრიფით „საიდუმლო“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო.

მსგავსი