კრემლი - ვლადიმერ პუტინი ბირთვული შეკავების საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული შეკავების საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დღეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ეს არის უშიშროების საბჭოს სხდომა ბირთვული შეკავების საკითხზე. იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, დანარჩენი, გასაგები მიზეზებით, ასევე იქნება გრიფით „საიდუმლო“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო.