სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, რუსეთში სამი ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, სომხეთში დამატებითი კვლევების გარეშე დაამტკიცა. დღეს „სპუტნიკი V“ რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუალაში, პარაგვაიში, უნგრეთში, თურქმენეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, ტუნისსა და გვინეაშია რეგისტრირებული.
რუსეთის პარტნიორების რიცხვი დსთ-ს ქვეყნებს შორის, სადაც „სპუტნიკ V“-ს გამოყენება ნებადართულია, მუდმივად იზრდება.
„დღეს ჩვენ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სპუტნიკ V“-ს დამტკიცების შესახებ ვაცხადებთ, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა პირდაპირი ინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა.