არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში „სპუტნიკ V“-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა
არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში „სპუტნიკ V“-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ტესტის შედეგების გადამოწმებას ელოდება და კარგ განწყობაზეა იმის მიუხედავად, რომ დაბალი სიცხე აქვს.

„მე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ვისურვებდი, რომ ჩემი დაბადების დღე ამ ამბის გარეშე დამესრულებინა, თუმცა კარგ განწყობაზე ვარ“, – წერს ფერნანდესი, რომელსაც პარასკევს 62 წელი შეუსრულდა.