კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება, თუმცა შეგნებულად არ ასახელებენ, რომლით.

„ჩვენ სპეციალურად არ ვიტყვით, რომლით აიცრება პრეზიდენტი. სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედოა, კარგი, სანდო და ეფექტიანია. შეგნებულად არ ვასახელებთ. აღვნიშნავთ, რომ სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად სანდო და საიმედოა“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს საღამოს გაიკეთებს. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს.