სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს
სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს. ექსპრეზიდენტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 3 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, ქოჩარიანმა ერთ-ერთი მეწარმისგან კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარი აიღო.
რობერტ ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას 1998 წლის 30 მარტიდან 2008 წლის 9 აპრილამდე მართავდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე დაკავებულია. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში სდებენ ბრალს.