სოფო ქაცარავა - პრემიერმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას სწორი აქცენტები გააკეთა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას შეფასებით, გაერო-ში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას სწორი აქცენტები გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, გაერო ის ტრიბუნაა, საიდანაც მსოფლიოს ელაპარაკები.
„რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ მკაფიო გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე – ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე წარმოვაჩინოთ, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც პროგრესის გზა აირჩია. გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს როლის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოსვლის ქართულ ენაზე წარმართვას, ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო”, – განაცხადა ქაცარავამ.