საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს მთავრობასა და ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს მთავრობასა და ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ბრიტანეთში საქართველო ელჩ სოფიო ქაცარავას წერილს უგზავნის.

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას.

„ძვირფასო ელჩო ქაცარავა, საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას. COVID-პანდემიის მიერ გამოწვეული სერიოზული სირთულეების გათვალისწინებით, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის.

იმედის თვალით შევყურებთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საერთო ინტერესების ფართო სპექტრზე. ვუსურვებთ თქვენს პარლამენტსა და მის წევრებს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებულ ახალ სესიას“, – აღნიშნულია ჯონათან ჯანოგლის წერილში.