სოფიო ქაცარავა - დიდი ბრიტანეთი გულითადად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ სიღარიბის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებს, გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სოფიო ქაცარავა - დიდი ბრიტანეთი გულითადად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ სიღარიბის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებს, გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

გამოცემა London Business Matters დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას წერილს აქვეყნებს სათაურით „ახალი ერა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის“.

როგორც ელჩი წერილში აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მრავალმხრივ გაფართოვდა, ბრიტანეთი გულითადად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ სიღარიბის დასაძლევად და განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გადადგმულ ნაბიჯებს, გამოხატავს ურყევ პოლიტიკურ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„გულითადი მხარდაჭერა ბოლო ათწლეულების მანძილზე, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მრავალმხრივ გაფართოვდა. გაიზარდა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, საქართველოს სამხედროების ნატო-ს ავღანურ მისიებში ჩართულობით. დიდი ბრიტანეთი გულითადად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ სიღარიბის დასაძლევად და განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გადადგმულ ნაბიჯებს და გამოხატავს ურყევ პოლიტიკურ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, რაც გასულ წლებში, წყევლასავით დაატყდა თავს სალისბერის ქუჩებს“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უახლოეს წლებში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ელვის სისწრაფით გაუმჯობესდება. ელჩი ამის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს.

„პირველი, ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მტკიცედ გამოხატული მზაობა, ხელი შეუწყოს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ბრექსიტის შემდგომ; მეორე მიზეზი კი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივად გაუმჯობესებული რეფორმები, რასაც ქვეყანაში მოაქვს კეთილდღეობა და ინოვაციები. გადამწყვეტი ნაბიჯი, ბუნებრივია, რომ, დღესდღეობით, ნებისმიერ „კარგ ახალ ამბად“ მოვიაზრებთ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ცნობებს. პანდემიამ ხომ გარდა ენითაღუწერელი ადამიანური დანაკარგისა, გლობალურ ვაჭრობასაც დაასვა დაღი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიერ პანდემიასთან გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯები არაერთხელ გახდა თითით საჩვენებელი, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ადრეული ნაბიჯებით კი ვირუსის ფართო გავრცელების შესაკავება და დაინფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა გახდა შესაძლებელი. დღეის მონაცემებით კი გარდაცვლილთა რიცხვი 19-ს არ აღემატება. კიდევ ერთი რამ, რაც მიმდინარე კრიზისის ფონზე თვალსაჩინო გახდა, მსხვილი გლობალური კომპანიების ჩვენი ქვეყნით დაინტერესება გახლავთ.

ცხადია, მათ რიცხვშია ბრიტანული ორგანიზაციებიც, რაც სასიკეთო სიგნალია იმისა, თუ რა საბოლოო ფორმასა და სახეს მიიღებს ნაბოჯ-ნაბიჯ გლობალური ვაჭრობა და ინვესტირება. საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრივით მიმზიდველ ადგილად მხოლოდ მისი უსაფრთხოების დონისა და საერთაშორისო ბიზნეს-რეიტინგებში გამორჩეული ადგილის გამო კი არ ითვლება, არამედ იმ შესანიშნავი შესაძლებლობების გამოც, რასაც ის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს.

მაგალითად, ნებისმიერი ბიზნეს-კომპანია, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში საქმის წამოწყებითაა დაინტერესებული, პირველ რიგში ინტერესდება რამდენად კვალიფიციური მუშახელი დახვდება ადგილზე. საქართველოში კი სამსახურის მაძიებელთა ენობრივი კომპტენციაცა და უნარ-ჩვევებიც, შრომის ბაზრის ხარჯთ-ეფექტურობისა და ევროპულ კულტურასთან სიახლოვით, აუთსორსინგზე მომუშავე კომპანიებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მომგებიანი წინადადება საქარველოს სოლიდური თავისუფალი სავაჭრო ქსელი ჩინეთიდან ევროკავშირამდე, მწარმოებლებს ყოველგვარი საბაჟო მოსაკრებლების გარეშე უღებს კარს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე“, – აღნიშნულია წერილში.

როგორც წერილშია განმარტებული, ქვეყნის სტარტეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი საოპერაციო ხარჯები საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ექსპორტზე ორიენტირებული მწარმოებლების მოსაზიდად.

„ეს ფრიად მომგებიანი წინადადებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის ზიანი მნიშვნელოვნად აისახა გლობალური მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე და ცხადყო კომპანიების რელოკაციისა და გეოგრაფიული დივერსიფიკაციის გარდაუვალობა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით ვაჭრობისა და ტურიზმის კლებით გამპირობებული ეკონომიკური შოკი, უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველო ეკონომიკურ ზრდაზე, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთზე. ღია და დინამიური ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი ნამდვილად გამოიყვანენ მსოფლიოს ამ კრიზისიდან. ეს დღე რომ დადგება, მათ ვეღარაფერი შეაჩერებთ. წინ არაფერი უდგას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების სფეროში ახალი, გასაოცარი ეტაპის დადგომას: ჩემი მთავრობა ერთგულად განაგრძობს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომ ხელშეწყობას; საქართველო დასავლური ტრაექტორიით განაგრძობს სვლასა და წინსვლას; მომავალ თვეში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსაც ჩავატარებთ და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობაც იანვრიდან აიღებს სტარტს. მოუთმენლად ველი“, – ნათქვამია წერილში.

დატოვე კომენტარი