სოფო კილაძე - უმრავლესობა შეეცდება, ისეთი ნარკოპოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს გაითვალისწინებს
სოფო კილაძე - უმრავლესობა შეეცდება, ისეთი ნარკოპოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს გაითვალისწინებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მათ განცხადებებს ყურადღებით მოეკიდებიან.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, უმრავლესობა შეეცდება, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს და ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა იქნება, რომელიც ერთი მხრივ, ნარკოდამოკიდებულების შემცირებას მოემსახურება და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

“კონსენსუსის მიღწევა რთულია, მაგრამ კონსენსუსი შესაძლებელია და ამას ჩვენი მხრიდან მეტი ძალისხმევა დასჭირდება. გარკვეული საკითხებია, რომელიც მისაღებია, მათ შორისაა მკურნალობა, არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ჩვენი გუნდის ნაწილი არ ეთანხმება. საერთო საკითხებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელიც ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა კილაძემ.