იაგო ხვიჩიამ მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა - თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების
იაგო ხვიჩიამ მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა - თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების განხილვა მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, რაც უფრო მკაცრდება ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონი, მით უფრო იზრდება ნარკომანიის პრობლემა.

„რაც უფრო მკაცრდება სასჯელი, იზრდება არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, არამედ სხვადასხვა მიზეზით დახოცილ ადამიანთა რაოდენობა, მაგალითად, ზედოზირებით, რადგან ვერ რეკავენ  პოლიციაში ამ მიმართულებით მკაცრი და სასტიკი კანონმდებლობის გამო. რეალურად, ჩვენ მივდივართ იმ ქვეყნის მშენებლობისკენ, რომელსაც არ სჯერა ადამიანის თავისუფლების. „ქართულ ოცნებას“ არ სჯერა თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი