სოფიო ქაცარავა - მუხთარლის საქმეზე გამოძიების შედეგები ობიექტური და გამჭვირვალე იქნება
მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც გამოძიების შედეგები ობიექტური და გამჭვირვალე იქნება, – განუცხადა პირველ არხს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესი უკვე წინ არის წასული და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად ჩართულია პროცესში.
„როგორც მოგეხსენებათ, მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევებში, ახალც შედეგები ობიექტური და გამჭირვალე იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა ადეკვატური რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრალეულობა არ ყოფილა ჯერჯერობით დადასტურებული, მათ მაინც აიღეს თავის თავზე პოლიტიკური პასუხისგებლობა და გათავისუფლდნენ თავიანთი თანამდებობიდან. გამოძიების პროცესი უკვე წინ არის წასული და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში”, -აღნიშნა ქაცარავამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩატარდეს.