აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით ქართულ გამოძიებას მუხთარლის საქმეზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით ქართულ გამოძიებას მუხთარლის საქმეზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩატარდეს.

„ჩვენ კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით ქართულ გამოძიებას გატაცების საქმესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის არიან დაკავებული.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.