აფგან მუხთარლის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
აფგან მუხთარლის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროკურატურა მისთვის რვაწლიან პატიმრობას ითხოვდა.

აფგან მუხთარლის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.

აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს.