სოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი თავისუფალია
კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირი ოკუპანტებმა 11 მაისს დააკავეს.