სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ
სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ

სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სამუშაოებს აწარმოებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ გზა გაჰყავთ.

მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ოკუპირებულ სოფლებს ცხინვალთან დააკავშირებს.

რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს.