უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ქვეყანაში 651 დანგრეული შენობა აქვს აღნუსხული
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ქვეყანაში 651 დანგრეული შენობა აქვს აღნუსხული

ომის დაწყებიდან, უკრაინაში 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სრულად განადგურდა 651 შენობა, – ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა, რომან პრიმუშმა განაცხადა.

პრიმუშის თქმით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელ ტერიტორიაზეც მაშველებმა შესვლა და შეფასება შეძლეს.

შესაბამისად, სტატისტიკაში ასახული არ არის რუსული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა.