უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს
უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს

​გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იერიშის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი სუპერმარკეტი დაიწვა.

ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ხარკოვშიც. ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშის ხმა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სარაკეტო იერიში განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. შედეგად, ეკლესია და საბავშვო ბაღი განადგურდა.