ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი  გათავისუფლებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

28 წლის ზაქარია ბუთხუზი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ექვს ნოემბერს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.