სოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი თავისუფალია

20:23, 13.05.2019

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.

​ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირი ოკუპანტებმა 11 მაისს დააკავეს.

მსგავსი