ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში უკვე ორი კვირაა, 73 წლის ქალს უშედეგოდ ეძებენ. ჟენია პაიკიძე-ხელაძე სახლიდან 3 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. მათ სამართალდამცავებსაც მიმართეს, თუმცა ქალის პოვნა ვერ ხერხდება.
ინფორმაცია დაკარგულის ახლობლების თხოვნით ქვეყნდება. ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე- 599 70 39 96.