სოფელ შუქრუთის მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას მართავს
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ისინი მაღაროელებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა. აქციის მონაწილეები დაბზარული კედლების გამო კომპანიას კომპენსაციას სთხოვენ.
მსგავსი აქცია სოფელ შუქრუთში ორი თვის წინაც გაიმართა. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ სახლების დაზიანების გამო, სოფლის მოსახლეობამ კომპენსაცია კომპანიისგან უკვე მიიღო.